
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას ბიბლიოთეკაში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის“ იმსჯელეს.
სკოლებმა სხვადასხვა პროექტები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ესეები.
მსმენელთა დიდი მოწონება ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმოდგენილმა პროექტმა და ესსეებმა დაიმსახურა. მოსწავლეებს ლელა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წარმოდგენილ მასალაში არგუმენტებით დაასაბუთეს ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე ცხოვრებაში. ასევე არგუმენტირებულად იმსჯელეს წიგნის, როგორც შეუცვლელი ფენომენის მნიშვნელობისა და აქტუალურობის შესახებ.
პრეზენტატორი სალომე ხახიშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები