ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე მინი ფეხბურთში I ადგილი დაიკავა
30-10-2019

მიმდინარე წლის 5-6-7-8 ოქტომბერს, მინი ფეხბურთში ავღანეთში დაღუპულ მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ჩატარდა.

შეჯიბრებაში 2009-2010 წელს დაბადებული ფეხბურთელების 6 გუნდი მონაწილეობდა.

I ადგილი ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, II ადგილი მახოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, III ადგილზე კი ხელვაჩაურის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

ასევე გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

მინდია აბაშიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო, რომელიც 2012 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...