სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვიტორში ორ მუზეუმს ესტუმრნენ
30-10-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ თამარ გელაშვილთან ერთად სასწავლო პროექტი - „წინაპართა ნაკვალევზე-სტუმრად მუზეუმში“ განახორციელეს.

მოსწავლეები სხვიტორში ორ მუზეუმს ესტუმრნენ: მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და აკაკი წერეთლის სახლ- მუზეუმს. 

მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ მუზეუმში ქცევის წესებს.  მათ მუზეუმში მრავალი მნიშვნელოვანი  ინფორმაცია მოისმინეს, რაც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა  დაინახეს ამ ორი სახის მუზეუმს შორის მსგავსება და განსხვავება.

მოსწავლეებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს და აღნიშნეს, რომ დღემ საინტერესოს ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203