სავანეთის საჯარო სკოლაში „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიმართა
30-10-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის ირაკლი მახაშვილის ინიციატივით, „ევროპის სპორტის კვირეული“ ჩატარდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონი ვახო ლაბაზე ახლდა.

„ევროპის სპორტის კვირეულში“ მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა საბაზო საფეხურიდან საშუალო საფეხურის ჩათვლით. ტურნირებმა საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეები გახალისდნენ, აუმაღლდათ მოტივაცია და მეტი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ სპორტულ კვირეულში.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ასეთ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა პრიორიტეტია, იღებენ მეტ გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს სოციალიზაციაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203