ხეოთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე გვანცა ბექაური ლეპტოპით დაჯილდოვდა
30-10-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლის X კლასის წარჩინებულ მოსწავლე გვანცა ბექაური, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერიფარგლებში, ლეპტოპით დაჯილდოვდა.

სკოლის დირექცია გვანცა ბექაურს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს.

„მომავალშიც, კიდევ და კიდევ, უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!“- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203