ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
30-10-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

ექსკურსიას კლასის დამრიგებელი - მანანა გეგელიძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსპონატებს და გიორგი ლეონიძის  შემოქმედების მნიშვნელოვან მასალებს გაეცნენ.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გიორგი ლეონიძის სახლ–მუზეუმის დათვალიერება მათთვის ძალიან საინტერესო იყო. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203