
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში სულ 10 მასწავლებელი არის დასაქმებული, აქედან 3 მასწავლებელი სერტიფიცირებულია.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, 1 მასწავლებელი სტატუსის ცვლილებას წლის ბოლოსთვის ელოდება.
გარდა ამისა, სკოლაში დასაქმებულმა 1-მა პედაგოგმა საპენსიო ჯილდოზე განაცხადა თანხმობა.
ახალსოფლის საჯარო სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პედაგოგები მუდმივად მუშაობენ პროფესიულ ზრდაზე, სწორედ ამიტომ ყველა პედაგოგი აქტიურად ემზადება ნოემბერში დაგეგმილი მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ჩასაბარებლად.