წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
30-10-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით,  ექსკურსია საინტერესო, ხალისით და შთაბეჭდილებებით სავსე იყო.

აღსაზრდელებმა დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი, გურიის ლამაზი სანახები, სოფლები: ხიდისთავი, ერკეთი, ნაბეღლავი და სხვა.

ექსკურსიის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მანანა ჯავახაძის ხელმძღვანელობით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლიც წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...