
გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის და შესწავლის მიზნით, სანაგირის აღდგენილ სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ.
გასვლით ღონისძიებას სახელწოდებით -,,ძეგლის მეგობარი“ კლასის დამრიგებელი ნინო გოგლიაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასვლით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, გახდნენ ერთ მიტოვებული ძეგლის მეგობრები.
მოსწავლეებს სანაგირის აღდგენილი სამონასტრო კომპლექსი ძალიან მოეწონათ და გასვლითი ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები