წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვარ თენგიზ კაპანაძის ნამუშევრების გამოფენას სტუმრობდნენ
30-10-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მხატვრის თენგიზ კაპანაძის ნამუშევრების გამოფენას სტუმრობდნენ.
თენგის კაპანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 აპრილის მემორიალის სკვერში მოეწყო.
„ხელოვნების ზეიმი, საოცარი ადამიანის არაჩვეულებრივი ნამუშევრები, მხოლოდ ლამაზი სულის ადამიანებს შეუძლიათ შექმნან შედევრები. თენგიზ კაპანაძეს ისტორია არ ივიწყებს ღირსეულ ადამიანებს, მადლობა ამ საღამოსთვის ორგანიზატორებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ კაპანაძემ წერეთლის საჯარო სკოლა დაამთავრა.