საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში ოსკარ უაილდის დაბადების 165 წლისთავთან დაკავშირებით „ლიტერატურული დილა“ ჩატარდა
30-10-2019
ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, ოსკარ უაილდის, დაბადების 165 წლისთავთან დაკავშირებით, „ლიტერატურული დილა“ ჩატარდა.
„ლიტერატურული დილის“ ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეები მწერლის ბიოგრაფიას და შემოქმედებას გაეცნენ. მათ ცნობილი ზღაპარი „ვარსკვლავბიჭუნა“ წაიკითხეს.
„მოსწავლეებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს და დაასკვნეს რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები აქტივობებში დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“