ხონის N3 საჯარო სკოლაში გამართულ ფრენბურთის შიდასასკოლო ტურნირში პირველი ადგილი XII კლასის გუნდმა დაიკავა
30-10-2019

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს IX და XII კლასების გუნდები დაუპირისპირდნენ.

 პირველი საპრიზო ადგილის და ტურნირის გარდამავალი თასის მფლობელი XII კლასის გუნდი გახდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სპორტულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართული.

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდა სასკოლო ჩემპიონატები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

სკოლის დირექცია ულოცავს გამარჯვებულ გუნდს წარმატებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203