გორის N10 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
29-10-2019

გორის N10 საჯარო სკოლაში სკოლის დაწყების დღე ღონისძიებით აღინიშნა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს სკოლის დაწყება მიულოცეს და სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს.

მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს. სკოლაში მისულთ კლასები მორთული დახვდათ. განსაკუთრებით პირველკლასელებმა გაიხარეს, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები და „დედა ენა“ მიიღეს.

პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203