მიქელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასაჩუქრდნენ
29-10-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიქელიანის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

როგორც სკოლის აღსაზრდელებმა, ისე მასწავლებლებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს. მოსწავლეები ღონისძიებაზე დასაჩუქრდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203