
ახალციხის მუნიციპალიტეტის საყუნეთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან - მარეხი ყურმაშვილთან ერთად ახალციხის თოჯინების თეატრს, ახალციხის ციხესა და რაბათის მუზეუმს ესტუმრნენ.
აქტივობა უკავშირდებოდა საგნის „მე და საზოგადოება“ გაკვეთილის თემებს - „ჩვენ მაყურებლები ვართ“ და „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“.
„ბავშვები აღაფრთოვანა თავიანთი კუთხის მუზეუმის მონახულებამ. სიამაყის გრძნობა გაუჩნდათ გიდის მოსმენის შემდეგ, ასევე ნასიამოვნები დარჩნენ, როგორც მაყურებლები“,- აღნიშნა კლასის დამრიგებელმა.
იხილეთ ფოტოები