საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
29-10-2019

საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.

კერძოდ კი ნათია მეკოკიშვლს მენტორის სტატუსი მიენიჭა, ელზა ზაკალაშვილს და თამარ ასთავიშვილს - წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, დარინა ჯავახიშვილს,  ჯული აკოფაშვილს, ლიკა ზუკაკიშვილს, მანანა კურდღელაშვილს და ლეილა ბუზარიაშვილს კი - უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს კარიერულ წინსვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203