
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები თურქეთში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეების - ანა აბაშიძის (წონა 24კგ. ვერცხლი. 2008-2009 წელს დაბადებულთა შორის მონაწილეობდა) და მარიამ წულუკიძის (წონა 24კგ. ვერცხლი. 2010-2011 წელს დაბადებულთა შორის მონაწილეობდა) მოსწავლეების მიღწევაში და მათ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის სპორტის მასწავლებელს ნანი კირკიტაძეს, რომელიც გახლავთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭიდაობა სამბო-ძიუდო.
საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში გოგონათა შორის 2006-2007-2008-2009 და 2010-2011 წელს დაბადებულთა შორის მიმდინარე წლის 25-27-28-ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქირშეირი ჩატარდა.
სკოლის დირექცია მიღწეული წარმატებებისთვის დიდ მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები