უჯარმის საჯარო სკოლის გუნდმა ფეხბურთის შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა
29-10-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის და გომბორის საჯარო სკოლების გუნდებს შორის, მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრი უჯარმის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, გამარჯვებულ გუნდს კი საჩუქრად თასი გადაეცა.
შეხვედრას ორივე სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
უჯარმის სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
უჯარმის სკოლა თავის მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს