ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ 49 მოსწავლე ზესტაფონში გამართულ გურამ თურქაძის საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობდა.
ტურნირი გოგონათა და ვაჟთა შორის, ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა.
სკოლის ინფორმაციით, 10-წლამდე ვაჟთა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა 8 წლის მათე მანაგაძე, მეორე ადგილი დაიკავა-იოსებ გოგნაძემ, მესამე-დავით მესხმა. 10-წლამდე გოგონათა შორის მეორე ადგილზეა-ლიზი კოსინენკო, მესამეზე-თინათინ ჯუღელი. 14 წლამდე ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა ცოტნე ნებიერიძემ. 14-წლამდე გოგონათა შორის პირველ ადგილზეა-თინათინ კუპატაძე, მეორეზე- მარიამ ფერაძე, მესამეზე-ელენე ჩუბინიძე.
„მოსწავლეებს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ ახალ წარმატებებს. ტურნირის გამარჯვებულის თასი ანაბასისის სკოლას გადაეცა. ვულოცავთ ქალბატონ ვიოლეტას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს თავის მოჭადრაკეებთან ერთად“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები