საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლის VIბ კლასის მოსწავლეებმა საგნის „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში, პროგრამულად შეისწავლეს თემა „მევენახეობა - მეღვინეობის ტრადიციები კახეთში“.
მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის, მანანა გეგელიძის ხელმძღვანელობით, ნინოწმინდაში მცხოვრებ, პროფესიით იურისტ მირიან ნიკოლაძის ოჯახურ მარანში სასწავლო ექსკურსია მოაწყვეს.
მირიან ნიკოლაძემ მოსწავლეებს ქართული ღვინის დაყენების ტრადიციებზე და ამ თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მან ბავშვებს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი „მემარნის უბის წიგნაკი“, რომელიც ჭეშმარიტად წარმოადგენს ოჯახური მეღვინის გზამკვლევს.
იხილეთ ფოტოები