კერძო სკოლა „მილენიუმში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
29-10-2019

რუსთავის კერძო სკოლამილენიუმში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნების შედეგების თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს მოსწავლეთა თვითმმართველობას  ნიკოლოზ ესებუა უხელმძღვანელებს.

დირექცია ნიკოლოზ ესებუას გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოხატავს, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელი საკანდიდატო პროგრამას ღირსეულად შეასრულებს.

„მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზანი უნდა იყოს თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება - ყოველივე ეს რომ შესრულდეს, თვითმმართველობის წარმომადგენლები თვითონ უნდა იყვნენ არჩეული დემოკრატიული გზით, თვითონ უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ამ თანამდებობაზე და თვითონ უნდა იბრძოდნენ სხვათა უფლებების დასაცავად. მანამდე კი არჩევნებია... თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები და, როგორც არჩევნებს შეშვენის, ამომრჩევლებს კანდიდტმა თავისი პროგრამა უნდა გააცნოს.... – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი შესაბამისი ნორმების დაცვით ჩატარდა "მილენიუმში". სამი ღირსეული კანდიდატი - ლუკა ლეკიშვილი (მე-8 კლ.), ნიკოლოზ ესებუა (მე-9 კლ.) და ლიზი ფუტკარაძე (მე-10 კლ.) - წარსდგა აუდიტორიის წინაშე და ვრცლად ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. მეორე დღეს კი არჩევნებზე მოსწავლეებმა თავისი არჩევანი დააფიქსირეს და გადაწყდა: 2019-2020 სასწავლო წელს "მილენიუმის' მოსწავლეთა თვითმმართველობას უხელმძღვანელებს ნიკოლოზ ესებუა.

ვულოცავთ ნიკოლოზ  წარმატებას, იმედი გვაქვს მისი მებრძოლი ხასიათის და ველით მისი საკანდიდატო პროგრამის ღირსეულად შესრულებას!“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...