წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის დაბადების 179-ე წლისთავთან დაკავშირებით ვარიანში იმყოფებოდნენ
29-10-2019

იაკობ გოგებაშვილის დაბადების 179-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასი (ხელმძღვანელი - აზა ნაფეტვარიძე) ვარიანს ეწვია.

„მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „იაკობობაში“, ჩატარეს გაკვეთილი „ბუნების კარიდან“ თემაზე: „იაკობმა მოგვცა ფრთები, ქართველთ ცაში ასაფრენად!“, რითაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ასევე გაიმართა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერთან და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან. სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ ისინი საპასუხო ვიზიტით დაპატიჟა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში. მერმა პატარებს დიდი მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ფაქიზო ფანჩულიძემ მონაწილეობა მიიღო სახალხო ზეიმში - „კაფიობა“, რომელიც გაიმართა ადგილობრივ პოეტ მდინარაძესთან, მან ღირსეულად აღიარა დამარცხება.

მოსწავლეები ასევე ეწვივნენ დიდებულ „უფლისციხეს“. სანახაობამ პატარებიც და მშობლებიც გააოცა.

საოცრად ლამაზი, ორგანიზებული და უჩვეულო დღე გამოვიდა, რომელიც იქ დამსწრეთ არასოდეს დაავიწყდებათ. ყველანი კმაყოფილები დარჩნენ და სურვილი გამოთქვეს მოინახულონ საქართველოს სხვა კუთხეებიც“, - ნათქვამია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...