ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ია ნიქაბაძემ VII - VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად სოციალური პროექტი - „ბევრი სახეობა, ერთი პლანეტა, ერთი მომავალი“განახორციელა.
მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად, დაბაში გავიდნენ და მიუსაფარი ცხოველები დააპურეს.
პროექტის განხორციელებამდე ია ნიქაბაძემ და X კლასის მოსწავლე ლიზი ნასყიდაშვილმა მოსწავლეებს ესაუბრეს ცხოველებზე, მათ უფლებებსა და ცხოველების წინაშე ადამიანების მოვალეობებზე.
იხილეთ ფოტოები