დიდი არაქალის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა
29-10-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი არაქალის  საჯარო სკოლის X კლასის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ლეპტოპებით დაჯილდოვდა.

„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი X კლასის მოსწავლეებს არპინე ხანბეკიანს, აკსანნა აღჯოიანსა და ტერმინე სეირანიანს ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს სწავლაში“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...