ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში პროექტის “მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში IX კლასის მოსწავლეთათვის გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო და მას პროფესორი ლალი გამყრელიძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილზე მდინარეებისა და ზღვების დაბინძურების, მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ იმსჯელეს.
„გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის”,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები