
გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლა პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“ ჩაერთო.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტმა პედაგოგებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, ჩართულობა არის მაღალი.
სკოლა პროექტის ხელმძღვანელს და მხარდამჭერ გუნდს საინტერესო და ნაყოფიერი პროექტისთვის მადლობას უხდის.
პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაიწყო. სკოლაში მთელი სემესტრით შედის ჯგუფი ოთხი ქოუჩის შემადგენლობით. ქოუჩები სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად ზრუნავენ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასკოლო კულტურის გარდაქმნაზე.
იხილეთ ფოტოები