ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მცხეთობა-სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
29-10-2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მცხეთობა - სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ისტორიულ - ლიტერატურული კომპოზიცია „ღმერთო, იხსენ საქართველო!“ ჩატარდა.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ჭიათურის საპატიო მოქალაქე - პოეტი დოდო აბაშიძე და მოძღვარი - მამა აკაკი (გომართელი), ასევე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.
ღონისძიება საინტერესო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მოწვეული სტუმრებისთვის.