ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის 9 მოსწავლე პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა
29-10-2019

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში  ამბროლაურისდაონისსკოლებისწარჩინებულმოსწავლეთადაჯილდოება სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში  გაიმართა.

„ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის 9 მოსწავლე დაჯილდოვდა. ესენი არიან: სალომე გელაშვილი; მარიამ გელოვნიშვილი; გვანცა გოგსაძე; მარიამ თომაძე; ლუკა ლაიშვილი; ანრი კობახიძე; ქეთევან მაისაშვილი; ნიკა ტყეშელაშვილი და მარიამ ჯაფარიძე.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებულ წარმატებას.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203