სამების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა
29-10-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში შიდასასკოლო სახალისო ვიქტორინა ჩატარდა.

ღონისძიებაში  მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და შემართებით შეასრულეს მიცემული დავალებები. 

გამარჯვებული ჯგუფის წევრები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203