
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლის IV კლასში ინგლისურ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლელა ყაჭეიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.
შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა, რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.
იხილეთ ფოტოები