
თელავის მუნიციპალიტეტის, იყალთოს საჯარო სკოლის IX – VIII კლასების მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მინი-სპექტაკლი - „ძალადობა შევცვალოთ მეგობრობით“ შეადგინეს და გაითამაშეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა თანატოლთა შორის ძალადობის პრევენციას.
„სპექტაკლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, თუ როგორ დავძლიოთ ძალადობა და რა ღონისძიებები განვახორციელოთ ამ მიზნით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო