
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ინეზა პერანიძემ VI კლასის მოსწავლეებს არჩილ სულაკაურის ლიტერატურული სპექტაკლი - „ბიჭი და ძაღლი“ აჩვენა.
მოსწავლეებმა ასევე ნახეს ნოდარ დუმბაძის „ძაღლის“ მიხედვით ამავე თემაზე შექმნილი ფილმი.
მოსწავლეები გაეცვნენ ლიტერატურული სპექტაკლის არსს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს შესწავლილი ტექსტის შესახებ.
VI კლასელებმა, მასწავლებელთან ერთად, ისაუბრეს ლიტერატურული სპექტაკლის და ფილმის შექმნის მახასიათებლებზე. მოსწავლეებმა თემის ირგვლივ კიდევ უფრო გაიღრმავეს ცოდნა.
იხილეთ ფოტოები