ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას კლასის საათი მიუძღვნეს
29-10-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასში დამრიგებელმა რუსუდან კონჯარიამ თემაზე - „იაკობ გოგებაშვილის ხსოვნა უკვდავია“ კლასის საათი ჩაატარა.

კლასის საათი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მეორეკლასელებისთვის. მოსწავლეებმა მოისმინეს ნაწყვეტები იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიიდან, წაიკითხეს მისი მოთხრობები და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები.

მეორეკლასელები იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის შექმნაშიც მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...