„ჩვენთან ანბანი მობრძანდება“ - გუთურის საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა
29-10-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გუთურის საჯარო სკოლის პირველ კლასში საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი -„ჩვენთან ანბანი მობრძანდება“ ჩატარდა.
გაკვეთილს პედაგოგი ნინო ნინიძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ანბანის სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს.