ბათუმის N20 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-10-2019
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელობით IX – X - XI კლასებში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩატარდა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. შეჯიბრში გაიმარჯვა XIა კლასის გუნდმა - „ედელვაისი“. XIა კლასის დამრიგებელი ასმათ დიასამიძეა.
„ქართული ენის კათედრა მადლობას უხდის დახმარებისთვის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს მართა დობორჯგინიძეს და XIბ კლასის მოსწავლეებს: ხატია შუშაძეს, გიორგი ინწკირველს და დათო მიქელაძეს“,- აღნიშნულის სკოლის განცხადებაში
ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელი ხათუნა დავითაძე გახლავთ.