დაბა ასპინძის საჯარო სკოლის I კლასში სოციალური პროექტი - „ჰიგიენა და პირველადი სამედიცინო დახმარება“ ჩატარდა.
პროექტს I კლასის დამრიგებელი მანანა კედელაშვილი და სკოლის ექიმი თამარ ივანიძე ხელმძღვანელობდნენ.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს და სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად ჩაერთვნენ.
სკოლის ექიმმა თამარ ივანიძემ პროექტის შეფასებისას მოსწავლეების იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებზე ისაუბრა, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ბავშვობის ასაკიდან. თამარ ივანიძემ ასევე ისაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს სკოლის როლს ჯანსაღი თაობის აღზრდისას.
იხილეთ ფოტოები