იყალთოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა აქცია - „მზე ყველასთვის თანაბრად ანათებს“ მოაწყვეს
28-10-2019
თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აქცია - „მზე ყველასთვის თანაბრად ანათებს“ გაიმართა.
აქცია სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ხელშეწყობით X კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს.
აქცია მიზნად ისახავდა შშმ პირების უფლებების გაცნობას, დამოკიდებულების გამომხატველი სწორი და არასწორი მიმართვის ფორმების განმარტებას.
აქციაზე განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა.