ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს
28-10-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში III კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ ლელა ბერძულის ხელმძღვანელობით, ოქროსფერი შემოდგომის თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გამოფენა მშვენიერი, მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

გამოფენის ფარგლებში, მოსწავლეებმა ხელნაწერი ალბომი - „ოქროს ფოთლებს ხეივნებში ფერხული აქვთ გამართული“ შექმნეს, მასში სხვადასხვა აპლიკაციებით გაფორმებული შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსის სტროფები კი ლამაზად გადაიტანეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...