ახალქალაქის N3 სკოლის საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ
28-10-2019
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის ოლიმპიადებში და თითოეულ გამარჯვებას დიდი სიხარულით ხვდება.
„სკოლამ „კინგსის“ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა. სკოლა უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის ოლიმპიადებში და თითოეულ გამარჯვებას დიდი სიხარულით ხვდება. მოსწავლეთა სიხარულს მთელი სკოლა უერთდება, ხდება შთაბეჭდილებების გაცვლა-გამოცვლა და გამოცდილების გაზიარება. ამჯერად სკოლა მე-6 და მე-7 კლასელებმა ასახელეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“