კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
28-10-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, სამშვიდობო მისიები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები გააცნეს. მათ ისაუბრეს ქვეყნის ეროვნულ გმირებზე და პრეზენტაცია წარმოადგინეს.
„შეხვედრა, მართლაც, შთამბეჭდავი და სასიამოვნო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, ვერ მალავდნენ ემოციებსა და ამბიციებს. მოსწავლეები აღფრთოვანებულნი იყვნენ თავდაცვის ძალებით, რომლებიც თავიანთ მისიებს ახორციელებენ”,- ნათქვამია კარნათის საჯარო სკოლის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს