სამების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
28-10-2019

წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში  კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა

მოსწავლეებმა ლონდონის ღირსშესანიშნაობების შესახებ საკუთარი ხელით გადაწერილი ტექსტები წარმოადგინეს. ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

კონკურსში მარი ირემაძემ გაიმარჯვა. გამარჯვებულ მოსწავლეს სიგელი გადაეცა.

ღონისძიება მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...