სარეკის საჯარო სკოლის სამ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
28-10-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლაში წელს სამმა პედაგოგმა შეიცვალა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

ასმათი ლომიძე, ნატო კაპანაძე და თინათინ კიკნაველიძე დაწინაურდნენ და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ. სკოლის დირექცია პედაგოგებს წინსვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. 

„ასმათი ლომიძე- ქიმიის მასწავლებელი. თავის საგნის უბადლო მცოდნე, მშვიდი, გაწონასწორებული, სამართლიანი და თბილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სარეკის თითოეული მოსწავლე და კურსდამთავრებული სიყვარულით და ინტერესით სწავლობს და სწავლობდა ქიმიას“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.  

წლების მანძილზე სარეკის სკოლის მოსწავლეები ქიმიის რესპუბლიკურ ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ. მათ შორის საუკეთესო ათეულში მოხვედრილია  გიორგი ჭანკვეტაძე.  სარეკის სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტები არიან.  

„2016 წელს ასმათ ლომიძეს მიენიჭა რაიონის, წლის საუკეთესო პედაგოგის  წოდება. იგი დღესაც დიდი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას.

ნატო კაპანაძე ბიოლოგიის მასწავლებელი და 2019 წლის რაიონის საუკეთესო ბიოლოგიის მასწავლებლის ჯილდოს მფლობელია. ის ნიჭიერი, მეგობრული და  ღიმილიანია თავის მოსწავლეებთან.

ნატო კაპანაძემ 2018-2019 წლებში სარეკის სკოლის 22 მოსწავლე ეკოკლუბში გააერთიანა და  ლიხს იქითა და ლიხს აქეთა საქართველო შემოატარა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი ხანა ამ ბავშვების ცხოვრებაში. ბავშვები დაუმეგობრდნენ უამრავ წარმატებულ ადამიანს, მათ შორის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს და დაცული ტერიტორიების დეპარტემენტის წარმომადგენლებს.

თინათინ კიკნაველიძე- ინგლისური ენის მასწავლებელი, მოსწავლეების დიდი მეგობარი.  ინგლისურ ენას თამაშით  და ხალისით სწავლობენ ჩვენს სკოლაში. თინათინ მასწავლებლის მოსწავლეებს შორის გამორჩეულია სარეკის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მირანდა კუპატაძე, რომელიც  flex-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს სწავლას.

თინათინ მასწავლებელი ახალგაზრდა პერსპექტიული პედაგოგია. მრავალი წარმატება მათ და მათ კოლეგებს სარეკის საჯარო სკოლის თითოეულ მასწავლებელს“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...