ქვედა სამების საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ქვედა სამების საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურზე კავკასიის ღია ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ეტაპი U8 კატეგორიაში გაიმართა.
ერთმანეთს გუნდები - „გენიოსები“ და „ინტელექტუალები“ დაუპირისპირდნენ.
გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში მცირე სხვაობით გაიმარჯვეს „ინტელექტუალებმა“ და დიპლომით დაჯილდოვდნენ.