ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კლუბი - „ეს ჩემი უფლებაა“ მუშაობას აგრძელებს
28-10-2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის  ქობულეთის №2 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლიდან ფუნქციონირება გააგრძელა სკოლის მოსწავლეთა კლუბმა - „ეს ჩემი უფლებაა“.

კლუბის კურატორმა,  ისტორიისა და მსოფლიო კულტურის მასწავლებელმა - მადონა გოგიტიძემ წევრებს კლუბის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„კლუბი ენერგიულად იწყებს მუშაობას. კურატორი ბევრ შემეცნებით აქტივობას და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას აპირებს, ამის საფუძველს ნიჭიერი, მოაზროვნე და შრომისმოყვარე კლუბის წევრები - ქობულეთის N2 სკოლის X კლასის მოსწავლეები აძლევენ”,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...