ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა განთიადის საჯარო სკოლაში II კლასის ხელმძღვანელმა ნინო ბეჟანიძემ მოსწავლეებს ჯგუფური დავალება „ჩვენ გვიყვარს ბუნება“ მისცა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი საინტერესო და მიზანზე ორიენტირებული გამოვიდა.
მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.
იხილეთ ფოტოები