
გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის სამ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
დირექცია ბიოლოგიის, ინგლისური ენისა და ქიმიის პედაგოგებს დამსახურებულ სტატუსს ულოცავს.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ - თეა ნონიკაშვილს, ინგლისური ენის მასწავლებელს - ქალბატონ ანა ბერკაცაშვილსა და ქიმიის მასწავლებელს - ქალბატონ თამარ მაისურაძეს მიენიჭათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
სკოლის დირექტორი და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ენერგიულ და შრომისმოყვარე პედაგოგებს ღირსეულ სტატუსს",- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.