წერეთლის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს
28-10-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს.

„შემოდგომის ზეიმის“ ფარგლებში მოსწავლეებმა და პედაგოგმა ტატიანა ქიმაძემ საშემოდგომო ხილით დეკორატიული კუთხე გააკეთეს, ასევე მოამზადეს ფელამუში და ამოავლეს ჩურჩხელები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ზეიმის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთნენ და საბოლოოდ, კმაყოფილებიც დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203