წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აქტივობა - „მოგზაურობა იაკობის „ბუნების კარის“ სამყაროში“ ჩატარდა
28-10-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის  დაბადების 179-წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დასასრულს უახლოვდება.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში აქტივობა - „მოგზაურობა იაკობის „ბუნების კარის“ სამყაროში“ ჩატარდა.

„საინტერესო, მხიარული და ძალიან კრეატიული იყო დღევანდელი აქტივობა - მოგზაურობა იაკობის „ბუნების კარის“ სამყაროში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ცხოველები. ლამაზად ჩაცმულ-დახურული ძუძუმწოვრებიდან  ძაღლების სხვადასხვა ჯიში - კავკასიური ნაგაზი, გერმანული ნაგაზი,  კოკერ სპანიელი, იაპონური ლაიკა, ფრანგული  პუდელი. კურდღელი, კატა, ზაზუნა, ზღარბი იყვნენ წარმოდგენილი. ფრინველებიდან - თუთიყუშები, ქათმები. ქვეწარმავლებიდან -წყლის კუ”,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

აქტივობა  სკოლის ეზოში ჩატარდა. მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სიტყვით მიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხოველებზე ზრუნვას და მათთან მეგობრობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სტუმრებიდან მოსწავლეებს საინტერესო რჩევებით მიმართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მმართველმა  მარინე ტყეშელაშვილმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვეტერინარმა ალექსანდრე ჩომახიძემ. მოსწავლეები აქტივობამ ძალიან გაახალისა და აღნიშნეს, რომ მათ ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203