გამარჯვების საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
28-10-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, გამარჯვების საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს. 

სკოლამ მათ ერთგულებისთვის, შრომისმოყვარეობისა და თაობების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს პედაგოგების მიმართ და მათი შრომა აღნიშნეს. 

პედაგოგებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და ხალხურ საკრავებზე დაუკრეს. 

მასწავლებლები ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203