წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ თამაშში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
25-10-2019

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი - „ტვინების ბრძოლა“ სამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ინგა არაბიძე, თემატიკა იყო ზოგადი შეკითხვების სპეციალური პაკეტის საშუალებით.

გამოვლინდა გამჭრიახი გონების გუნდები, ესენია:

  • I ასაკობრივ ჯგუფში - V კლასის გუნდი „​დაუმარცხებლები“ - დამრიგებელი ნათელა ჭოლოკავა;
  • II ასაკობრივ ჯგუფში - VII კლასის გუნდი „​მთიები“ - დამრიგებელი დარეჯან ლაჭყეპიანი;
  • III ასაკობრივ ჯგუფში - XI კლასის გუნდი „​გვკითხეთ და გიპასუხებთ"“- დამრიგებელი ფიქრია გიორხელიძე.

პირველადგილოსანმა გუნდებმა მოიპოვეს სკოლის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებულებს Brains.ge-სგან გადაეცათ „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი“. ასევე გუნდებს მიენიჭათ „ტვინების ბრძოლის“ ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203